|
2018-06-15 17:05:42, 545 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას ზაზა გაბუნია გაეცნო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გაეცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და თანამშრომლებს კომიტეტის თავმჯდომარე დღეს შეხვდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყველა ის პროექტი განიხილეს, რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ანხორციელებს. მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებული სარეკლამო ღონისძიებები, სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის ჩატარებული ტრენინგები, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო სტატუსზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი. კომიტეტის, რომელსაც უშუალოდ ეხება რეგიონული პოლიტიკა. აჭარაში ტურიზმი არის წამყვანი დარგი პირდაპირი მნიშვნელობით და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქოდეს ქვეყნის პარლამენტსა და დეპუტატებს თუ რა ხდება რეგიონში ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით ინსტიტუციურ ცვლილებებს წლის ბოლოს და ბუნებრივია ესეც იყო ერთ-ერთი განხილვის თემა. ყველა იმ ტურისტულ პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვანვითარებთ აუცილებელია პარლამენტის დეპუტაციის, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რომელიც რეგიონში გვაქვს ტურიზმის განსავითარებლად. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი მოიზიდოს რეგიონში, განავითაროს სერვისები და პროდუქტები, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, როგორც ადგილობრივმა ასევე, ცენტრალურმა ბიუჯეტმა,“- განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტურიზმის დეპარტამენტის აქტიურობასა და მის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ხედვა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტსა და მის თავმჯდომაერეს აქვს ძალიან დამაიმედებელია. იმიტომ რომ პოტენციალი არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტს ესმის თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იქნეს ათვისებული და გამოყენებული. იმიტომ რომ ტურიზმი არამარტო აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვის არის სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იქნება ეს თუ ცენტრალური მთავრობა, მითუმეტეს კი რეგიონის ხელმძღვანელობა უნდა ვმუშაობდეთ აქტიურად დეპარტამენტთან ერთად იმისთვის, რომ იყოს სრული შესაძლებლობა, იქნება ეს ფინანსური უფლებამოსილების თვალსაზრისით თუ სხვა, ეს პოტენციალი იქნეს მაქსიმალურად ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოყენებული,“ -გაანცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონი პოლიტიკისა და თვითმართველოს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.
(NS)
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)