15:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 13:58:14, 686 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როგორც პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, ის მასთან შეხვედრას მოითხოვს.

"მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს, პირდაპირ ვამბობ ამას. რა თქმა უნდა, როგორც კი დაინიშნება პრემიერი, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს თუ არ მიადევნებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძეს შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მეორედ გამოკითხავენ. იგი უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics