09:56 - 24 Apr, 2026
|
2015-05-29 16:19:11, 453 ნახვა
პოლიტიკა
FIFA-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) კონგრესის წევრებმა ასოციაციის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ციურიხის პოლიციამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების შესახებ მუქარა დაადასტურა. გავრცელებული ცნობით, შენობა უკვე დაათვალიერეს და დელეგატებმა მუშაობის გაგრძელება შეძლეს. ციურიხში დღეს FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი,ალი ბინ ალი ჰუსეინი არიან. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე იმართება. შვეიცარიის პოლიციამ ორი დღის წინ კორუფციაში ეჭვმიტანილი FIFA-ს 9 მაღალჩინოსანი დააკავა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)