|
2018-06-14 19:30:57, 898 ნახვა
საზოგადოება
NGO - სააკაშვილს მოვუწოდებთ, დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს
სამოქალაქო პლატფორმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს ეხმაურება. როგორც „არა ფობიას!“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი ზოგიერთ განცხადებებში შედარების გზით დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კონტექსტში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს იხსენიებს. „ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: “საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ … დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს…”“- ნათქვამია განცხადებაში. პლატფორმის შეფასებით, მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი. „გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა სექსისტური განცხადება, სადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ნათია მეზვრიშვილზე წერს: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი” (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“ ),“– ვკითხულობთ წერილში. განცხადების მიხედვით, საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები. „მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები,“ – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებს ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI), თანასწორობის მოძრაობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საფარი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)