2018-06-14 19:21:37, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა.
როგორც მან რ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანას მცირე და ამავე დროს მოქნილი სამთავრობო უწყებები სჭირდება.
„მესამე პრინციპი - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე. ამავე დროს, ანტიკორუფციული ხაზით“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატმა გუნდს მადლობა გადაუხადა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
ავტორი: ,