2018-06-14 16:42:36, 546 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა, სისხლის ბანკ „ჰემა 2012“-ში უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა
14 ივნისი - სისხლის დონორის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დონორებისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად დააწესა.
თარიღთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით სისხლის ბანკ „ჰემა 2012“-ში უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.
უანგარო დონაციის აქციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც შეუერთდა, ზაალ მიქელაძემ დონორებს აქციაში მონაწილეობისათვსი მადლობა გადაუხადა.
აქციაში სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სისხლის ბანკმა 10 დონორი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
(NS)
ავტორი: ,