|
2018-06-13 14:07:56, 672 ნახვა
კომენტარი
ემზარ კვიციანი: საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულია ბოკერიას ჯგუფის მიერ
მოსახლეობაში უკვე მუსირებს აზრი, რომ მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტი,ოკუპირებულია ბოკერიას ჯგუფის მიერ- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება ბოკერიას ჯგუფის მიერ ხდება. საქართველოს პარლამენტი, რომ სწორედ ამ ჯგუფის მიერ არის ოკუპირებული, იმ საგამოძიებო კომისიის ჯგუფის შექმნაც მეტყველებს, სადაც მაწამებელმა ბოკერიამ თურმა სამართალი უნდა აღადგინოს. ჩვენ საქართველოს პატრიოტები, ვუთანაგრძნობთ შვილმოკლულ მამებს. თანამოზიარენი ვართ მათი მწუხარების. ვითხოვთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაღალ დონეზე. სამართლიანად ჩაატაროს ეს გამოძიება არა სულხან მოლაშვილის მწამებელმა ბოკერიამ, არამედ ობიექტურმა ხალხმა. ჩვენ ვამბობთ რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული, რეპრესირებული, ქონებაწართმეული, დაინვალიდებული და ათასობით ადამიანის გრძნობის შეურაცხყოფაა, როცა სულხან მოლაშვილის მწამებელი, ციხის ბუნტის ორგანიზატორი, ეკლესიის დამარბეველ- დამანგრეველი. 7 ნოემბრის, 26 მაისის დამარბეველი, კოდორის ხეობის ჩამბარებელი ბოკერია და მისი გუნდი დღეს დომინანტ ძალად არის წარმოდგენილი საგამოძიებო კომისიაში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას, სწორედ ბოკერიას ფაქტროის გამო“,- განაცხადა კვიციანმა. მისივე თქმით, ის მზად არის სადეპუტატო მანდატი მოიხსნას, თუ ამას ბოკერიაც გააკეთებს, რათა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყოს. „ჩვენ მივმართავთ პროკურატურის წარმომადგენლებს, არ ითანამშრომლონ ხსენებულ კომისიას და უარი განაცხადონ ჩვენების მიცემაზე. ყოველი მათგანი, იგივე ჩვენებას მიცემს გახარიას უწყებას. ჩვენ საქართველოს პატრიოტები, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენლობამ საზოგადოებას საჯაროდ მისცენ პირობა, რომ რეალურად დაიწყება თაროზე სემოდებული საქმეების გამოძიება. გაცოცხლდება ბოკერიასთან დაკავშირებული საქმეების საფუძვლიანი გამოძიება. ციხის ბუნტის, მოლაშვილის წამების, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტის გაფლანგვის და რაც მტავარია კოდორის ხეობის ჩაბარების. ბოლომდე მივა, გიორგი გამცემლიძის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეები. მე პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი, მზად ვარ მოვიხსა სადეპუტატო იმუნიტეტი , თუ ბოკერია მოიხსნის იმუნიტეტს და დაიწყება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება. რადგან ვიყოთ თანაბარ პირობებში. მე როგორც მოწმე და ის როგორც ბრალდებული. საქართველოს პატრიოტები დღეიდან ვაცხადებთ, მხარდამჭერთა სრულ მობილიზაციას, რათა მშვიდობიანი, დემოკრატიული, მაგრამ უკომპრომისო გზენით ვაიძულოთ ხელისუფლება დაიწყოს მისი მტავარი დაპირების აღსურლება - დამნაშავეების მხილება და დასჯა, სამართლიანობის აღდგენა“,- აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)