|
2018-06-12 15:48:47, 1129 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში წიაღის სექტორის განვითარებისთვის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა იწყება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ ერთობლივად დაიწყო სამთო სექტორის შემდგომი განვითარების ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს სააგენტოს ხელშეწყობას, რომ მან შეიმუშავოს სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები. კონსულტაცია დაემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებასთან. პროგრამის ხანგრძლივობა 9 თვეა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მთავრობის სამოქმედი გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს სამთო-მოპოვებითი სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. "საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს ეფექტურად და დროულად განახორციელოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთო სექტორში მსგავსი მასშტაბის რეფორმა ხორციელდება და ჩვენი მიზანია, რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, რათა შედეგად მივიღოთ სამთო-მოპოვებითი სექტორი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებას", - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა. მისივე თქმით, რეფორმის შედეგად ეკონომიკური სარგებლიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება, სექტორში დამკვიდრდება კარგი მმართველობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმები, როგორც მოპოვების პროცესის გაუმჯობესების საუკეთესო საფუძველი ახალი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაფინანსებულია EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და სააგენტოს მიერ. პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შერჩეულია მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო ჯგუფი (Adam Smith International), რომელიც გამოირჩევა სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული შთამბეჭდავი გამოცდილებითა და ავტორიტეტით, რაც პროექტის წარმატების გარანტია იქნება. "სექტორის პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩარჩოს განვითარებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ინვესტორის რისკი და გაზარდოს საინვესტიციო კლიმატი, რითაც განაპირობებს პასუხისმგებელი ინვესტორების მიერ მართებული ოპერაციების განხორცილებას" - აცხადებს EBRD- ის სამართლებრივი გარდაქმნის ჯგუფის უფროსი მრჩეველი პოლ მოფატი. როგორც EBRD-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობისთვის კვლავაც პრიორიტეტულია წიაღით სარგებლობის სფერო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას სამთო საკითხებზე სპეციალიზებულად მომუშავე სააგენტოსთან ერთად. მათივე განცხადებით, სამთო სექტორის განვითარება საქართველოში EBRD-ის სტრატეგიის ნაწილია.
(NS)
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)