21:52 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 12:32:36, 731 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წვიმის გამო ამ დროისთვის 200-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი წვიმის გამო, ამ დრომდე დედაქალაქში 200-მდე გამოძახება დაფიქსირდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, გამოძახების უმეტესობა გზის დატბორვას უკავშირდებოდა.  მაშველებმა დატბორილი გზებიდან ავტომობილებში მყოფი მოქალაქეები გაიყვანეს.  ასევე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი გამოძახება  დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.

თბილისის გარდა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც, სადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. რუსთავიდან ამ დროისთვის „112“-ში სულ სამი გამოძახებაა შესული.

„თბილისში მთელი ღამის განმავლობაში 30-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics