2018-06-11 17:48:19, 724 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.
კერძოდ, ავტომანქანები ამ დროისთვის სუს-ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში დგას, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.
გარდა ამისა, პარლამენტის ეზოში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. დაახლოებით ერთი საათის წინ მათ პარლამენტთან განთავსებული კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს.
ავტორი: ,