|
2018-06-10 11:28:18, 1535 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის
თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) განაცხადა, რომელიც ხორვატიაში იმართება და სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია. „შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების, ამ შემთხვევაში, ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, წლევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობას და მის შესაძლებლობებს. „განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრას (Constituency Meeting) 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)