|
2018-06-09 12:40:26, 1160 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე ისევ მივიდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ისევ მივიდა. როგორც სუბელიანმა ჟურნალისტებს გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, მისი უწყებაში დაბარება "გამოძიებასთან თანამშრომლობას უკავშირდება". ცნობისთვის, მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე 7 ივნისსაც იმყოფებოდა. ის 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა. სუბელიანს ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)