|
2018-06-09 10:51:36, 900 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა USAID-ის 5 წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი USAID-ის 5 წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალს დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა”, მიზანი საქართველოში, აგრობიზნესის გაძლიერება იყო, რომლის ფარგლებშიც, ფერმერებისთვის როგორც საგრანტო, ასევე ტექნიკური დახმარების გაწევა განხორციელდა. მინისტრმა თანამშრომლობის 5 წლიანი პერიოდი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ცოდნაზე წვდომა ჰქონოდათ. „ეს იყო წარმატებული მუშაობის 5 წელიწადი და აღსანიშნავია, რომ ეს არის საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ღირებული მაგალითი. აღნიშნული პროექტის დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა გაზარდეს საკუთარი პროდუქციის ხარისხი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა USAID-ს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობაში აზიური ფაროსანას სახით არსებული გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. „არ შემიძლია ამ წარმატების ფონზე არ აღვნიშნო გამოწვევები, რომელიც გვქონდა და მათ შორის იყო ახალი მავნებელი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში USAID იყო პირველი, ვისგანაც ჩვენ მივიღეთ დახმარება. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში რჩება სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ პირველ საფრთხედ, საქართველოში, სახელმწიფოსა და თქვენი პროექტის კარგი თანამშრომლობით შევძელით შედეგების მიღება. ვფიქრობ, რომ წელს კონტროლში მოვაქციეთ მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილის გადარჩენას მოვახერხებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. REAP -ის პროექტი ორი კომპონენტისგან - საგრანტო და ტექნიკური დახმარებისგან შედგებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით REAP -ის 6 მლნ დოლარიანი გრანტი 70 ქართულ აგრო-წარმოებას მოხმარდა. ამ პროექტით ქართველ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID საქართველოს მოქმედი მისიის დირექტორი ტომას მორისი, USAID-ის ეკონომიკური ოფისის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ქართული აგრო-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.
(NS)
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)