|
2018-06-08 14:35:12, 1476 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანრი ოხანაშვილი, ხოლო კომისიის მდივნად, ოთარ კახიძე აირჩიეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აირჩიეს, ხოლო კომისიის მდივნად, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე. კომისიის სხდომაზე ორივე კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, ადა მარშანიას. მან კომისიის უმრავლესობაში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების ყოფნა გააპროტესტა და სხდომა დატოვა. ცნობისთვის, კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეა. რაც შეეხება სხვა წევრებს, კომისიის შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნება“ - ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე; „ევროპული საქართველო“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“- ადა მარშანია; დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)