15:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 14:09:27, 999 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ტაივანში, ქალაქ ტაიპეიში ჩატარდა.

22-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პოქს ვირუსების, ირიდოვირუსების და ასფავირუსების თემატიკას შეეხებოდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან, მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.

კონფერენცია ჩატარდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „საქართველოში ფებრილურ-ზოონოზური კანის დაზიანებების შემთხვევების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის პოტენციალის ამაღლების“  ფარგლებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics