|
2018-06-07 09:48:41, 1057 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" ელისო კილაძის წინააღმდეგ გაზეთში „ქრონიკა +" გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო განაცხადი შეიტანა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, განაცხადის თანახმად, უხეშად დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, უშუალოდ პუბლიკაცია კი მისმა ავტორმა გამოიყენა და მიმართა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის პიროვნების მიზანმიმართული დისკრედიტაციისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვა საზოგადოების ყველა წევრს მოეთხოვება, მით უფრო, მედიას, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. „ამდენად, საგანგაშოა, როდესაც რომელიმე მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიზნობრივად ცრუ და ყალბი ფაქტები მიეწოდება. კარგად მესმის, რომ როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე, როდესაც გავრცელებული ცრუ ინფორმაცია შეეხება უამრავ ადამიანს, ვისთვისაც სიმართლის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყალბი ფაქტებით მანიპულირება დაუშვებელია”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე განცხადებით, მედიაში ცილისმწამებლური, კონკრეტული პიროვნების ღირსების შემლახავი და ამასთან, არგუმენტებით სრულიად გაუმყარებელი მასალების გამოქვეყნება, უპირობოდ ეწინააღმდეგება ქარტიის მიერ დეკლარირებულ, უმთავრეს მიზანს, რაც საზოგადოებაში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დამკვიდრებას და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესებას გულისხმობს. „ამდენად, იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ჟურნალისტური გაერთიანება დადგება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის მხარეს და ისე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)