11:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 11:11:39, 1242 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1, 608, 124 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1,220, 595 მგზავრი) 32%-ით აღემატება.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 5 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი )      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმა ისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics