13:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 09:01:04, 886 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 9 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონში, სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება III ხეივნის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II ქუჩების, ვლადიმერ წითლანაძის, რევაზ სირაძის, გულუას, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩებზე.

მთაწმინდის რაიონში, 9 მარტისა და საქანელას ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ.

ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნინო რამიშვილის ქუჩაზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნუცუბიძის პლატოს I, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაიას, მარგიანის, ჟღენტის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება,

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, მარნეულის, ქინძმარაულის, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კიკნაძის, პერინისალიხანაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

დიდუბის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მიქელაძის (ნაწილობრივ) და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics