2018-06-05 08:52:22, 1068 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას მათთვის ხელფასების ზრდის რესურსი ახლა არ აქვს
თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, მან მოისმინა მეტროს გაფიცული მემანქანეების პრობლემების შესახებ, თუმცა გაფიცულებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას მათთვის ხელფასების ზრდის რესურსი ახლა არ აქვს.
„ახლა დავასრულეთ შეხვედრა. ავუხსენით არსებული მდგომარეობა როგორც მერიაში, ისე კომპანიაში. მათ კიდევ ერთხელ გვითხრეს თავიანთი გასაჭირი და პრობლემები. გავიარეთ ყველაფერი დეტალურად და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და მეტრო გაიხსნება. ჩვენ ავუხსენით ის, თუ როგორია ფინანსური მდგომარეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ,