|
2018-06-04 19:16:37, 1442 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კვირას დაგეგმილი მიტინგის შესახებ კონსულტაციები გამართეს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კვირას დაგეგმილი მიტინგის შესახებ კონსულტაციები გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს იქნება მრავალპარტიული მიტინგი, რომელსაც ყველა ოპოზიციური ძალა შეუერთდება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოზიცია ექნებათ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, ვინაიდან დღევანდელი შეხვედრა პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იცოდნენ, ვინ იქნება ორგანიზატორი მიტინგების და ამის შემდეგ გადაწყვეტს „ევროპული საქართველო“, შეუერთდეს თუ არა ამ ტიპის დემონსტრაციებს. „როგორც კი გაირკვევა, რომელი პარტიათა გაერთიანება არის ორგანიზატორი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მასში თანამონაწილეობის შესახებ, თუ ისეთი პარტია იქნება ორგანიზატორი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით, ძალიან მნიშვნელოვნია, მკვეთრად და მკაფიოდ გამოიკვეთოს მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი“,- აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. მიტინგში მონაწილეობას აპირებს „ნაციონალური მოძრობა“: „როდესაც ორი შვილმოკლული მამა ცხოვრობს კარავში, რა თქმა უნდა, მათ ჩვენ გვერდში დავუდგებით, გავაგრძელებთ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას და ასევე არ გამოვრიცხავ იმას რომ კვირამდეც საზოგადოების ნაწილი იყოს მათთან ერთად, ცხადია შემდგომ გადაიზრდება აქციებში, ამ ეტაპზე კი საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმაზე, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვხატოთ კვირის მასშტაბურ აქციაზე“, - განაცხადა პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ. ამასთან, მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე იქნება ლეიბორისტული პარტია. „შვილმკვდარი მამების ეს ტრაგიკული პრეცედენტი, რეჟიმის სიმახინჯის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებააა, მთლიანობაში რეჟიმი დალპა, დამპალ რეჟიმს კი სჭირდება გატანა, თანაც მშვიდობიანი მეთოდებით, ამიტომაც პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა თანახმა ვართ რომ ჩატარდეს დიდი პოლიტიკური მიტინგი და არავინ უკან არ დავიხევთ“,- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. პოლიტიკური პარტიები აპირებენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან გამართონ კონსულტაციები. ისინი მოისმენენ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, რას ფიქრობენ შვილმოკლული მამები და სამომავლო გეგმებზე ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)