08:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 13:59:33, 357 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: პრეზიდენტმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს კონსტიტუცია სიმბოლურად გადასცა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კაჟორიძის მტკიცებით, გიორგი მარგველაშვილმა აღმასრულებელი,  საკანონმდებლო  და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს  კონსტიტუციის წიგნი დამოუკიდებლობის   დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად გადასცა.

მისივე თქმით, მარგველაშვილის მხრიდან ამ საჩუქარს იმის დატვირთვა არ ჰქონია, რომ თითქოს ხშირად ხდება  პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების დარღვევა.

„როცა პრეზიდენტის პოზიციაა, რომ  რაიმე  არასწორად ხდება,   ვფიქრობ   მას  ნამდვილად არ უჭირს, რომ ეს პირდაპირ  თქვას  და ამ ფორმით  ამას არ იტყოდა. შესაბამისად, ამის ერთადაერთი დანიშნულება იყო საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეს  ხელისუფლების  უმაღლესი  თანამდებობის  პირებისთვის სიმბოლური საჩუქრის გაკეთება“,-აღნიშნა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად კონსტიტუციის წიგნი გაუგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics