|
2018-06-04 11:03:17, 1142 ნახვა
საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეებთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას აქვეყნებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეებთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას აქვეყნებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ააიპ „ერთობა 2013“-თან რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება. მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს. „ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია: 1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშპირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს; 2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი - 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ; 3. თანრიგებისათვის 4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან); 5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გტარებული პერიოდისათვის - ფულადი დანამატი - 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან); 6. აქვთ უფასო დაზღვევა; 7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება; 8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება 9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით; 10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით; 11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი; 12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off) 13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან); 14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი - დაახოებით 250 ლ (2016 წლიდან); 15. მეცამეტე ხელფასი - 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან); მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა 2013-2017 წლების მიხედვით:
2013-დან 2017 წლის მდგომარეობით, მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ 2014 წელი · 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით: ü ÞØàÕÔÚØ კლასი - 100 ლარი; ü ÛÔ-2 კლასი - 70 ლარი; ü ÛÔ-3 კლასი - 50 ლარი; · 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა) 2016 წელი · 2016 წელს მაისის თვეში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი; · 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით; · 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ - ერთი თვის ხელფასი) 2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის თანახმად“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
(NS)
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)