2018-06-03 18:48:12, 1335 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე როლანდ ახალაია მივიდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე როლანდ ახალაია მივიდა.
მისი თქმით, ის დღეს აქციაზე დგას როგორც რიგითი მოქალაქე. მისი თქმით, იგი პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა და ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობდა. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში "ნაციონალურ მოძრაობაში" ოფიციალურად გაწევრიანდეს.
"ორი ახალგაზრდა ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს და არავითარი ზომები არ არის მიღებული. ახლა პოლიტიკურ პროცესებზე უნდათ გადაიტანონ აქცენტები. პოლიტიკის გარეშე ცხოვრება არ ხდება და ნურავის ნუ ერიდება რომ პოლიტიკური ხასიათისაა აქცია. უნდა წავიდეს სახლში ეს ბანდიტური ხელისუფლება თავის ბანდიტი ივანიშვილის ხელმძღვანელობით",- განაცხადა როლანდ ახალაიამ.
ავტორი: ,