20:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 14:58:09, 1001 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, ვიზრუნებთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს

არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, ვიზრუნებთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი შესაბამის ფორმატებში.

„რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში, არის პასუხის გაცემის ფორმატები, არის ის ფორმატები, რომელიც ახლა მოგახსენეთ და ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ასევე ჩვენ ვიზრუნებთ, რომ იყოს ქვეყანაში სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics