2018-06-02 19:24:22, 1032 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
პარლამენტთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
აღნიშნულის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების კორდონი გაძლიერდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.
ავტორი: ,