20:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 15:36:18, 1031 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: უწყება გადმოგვცემს ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებში არსებულ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატს გადასცემს.

ლომჯარიას თქმით, მომხდარი ინციდენტის ყველა თვითმხილველი ხელახლა დაიკითხება.

"მათ აქვთ პროგრესი ძირითადად ორი მიმართულებით. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას. უწყება გარკვეულ ახალ გარემოებებზე საუბრობს. ასევე, გვითხრეს, რომ დაიწყო თავიდან დაიწყო დაკითხვა, ყველა იმ არასრულწლოვნის ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში და იმედი აქვთ, რომ ამ დაკითხვების ფარგლებში დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, უწყება გადმოგვცემს ყველა იმ ინფორმაციას რაც არის გამოძიების მასალებში. გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა ამ მასალებზე წვდომა ჩვენ არ გვქონია. მასალები იყო დახურული", - განაცხადა ომბუდსმენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics