2018-06-01 18:47:21, 1862 ნახვა
საზოგადოება
„ქართული მარში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავს
ე.წ. ქართული მარში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
"მარშის“ წევრები ამბობენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო მართავს „მარში“ კონტრაქციას.
აქცია სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ დააანონსა.
„19:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან!!! ძირის ნაციონალური მოძრაობა და ტრაგედიებით მოვაჭრე პოლიტიკანები!!! დროა გავწმინდოთ ქვეყანა ნაცებისგან!!!“, - წერს მორგოშია.
ავტორი: ,