04:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 18:18:11, 1593 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქრთველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკულ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროს ანა კაპელოს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ  ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

 ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა  ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე  ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს  განსაკუთრებულ როლს  საქართველოს   დემოკრატიული განვითარების საქმეში.

 შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics