|
2018-06-01 18:13:54, 902 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტამა შოთა შალელაშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს იმ ადგილას, სადაც მალე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება. აღნიშნული სამეციდინო დაწესებულება თბილისში შოთა შალელაშვილის ოჯახის ინიციატვით შენდება. ღონისძიებას დაესწრნენ ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, აგრეთვე პარლამენტის წევრები და საქართველოში ისრაელის სათვისტომოს წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გაკეთებულ კომენტარში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი უნიკალური პროექტი უწოდა, რომელიც აშენების შემდეგ უსასყიდლოდ გადმოეცემა სახელმწიფოს. მისი თქმით, პროექტში 15 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია იქნება ჩადებული. „დღეს საქართველოში ასეთი მომსახურება არ არსებობს და შესაბამისად, ეს იქნება დიდი შვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც როგორც ნევროლოგიური, ისე ტრავმის შემდგომი პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, ლოტკინის დასახლებაში, 5710 კვ. მეტრზე განთავსდება. 4 - სართულიანი შენობა აღჭურვილი იქნება ორსაწოლიანი პალატებით, ადაპტირებული აბაზანით, გათბობა-ვენტილაციის სისტემით, უკაბელო ინტერნეტითა და საკაბელო ტელევიზიით; ცენტრი 40 სტაციონარულ და დღის განმავლობაში 80-მდე ამბულატორიულ პაციენტს მოემსახურება. ცენტრი მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით; იფუნქციონირებს კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენი, ელექტრო-ენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და ექოსკოპია. ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორებიცაა სამკურნალო ფიზკულტურა; ერგოთერაპია, ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, კუნთების ელექტროსტიმულაცია); სენსორული სტიმულაცია; ჰიდროთერაპია; მუსიკათერაპია; ფსიქოთერაპია; არტთერაპია; ახტალის სამკურნალო ტალახით მკურნალობა; ლაზეროთერაპია და სხვა. ყველა პაციენტთან იმუშავებს ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, დაგეგმავს მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმას; ინდივიდუალურად იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება პაციენტს ემოციების მართვასა და პრობლემების დაძლევაში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის რეგულარულად მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები და კინოჩვენებები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლის დევიზია - “ნაბიჯი ღირსეული და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის”, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას; წლის განმავლობაში ცენტრი 2000-მდე პაციენტს მოემსახურება, აქედან 800-მდე პაციენტისთვის სტაციონარული მკურნალობისა და რეაბილიტაციას, 1000-მდე ამბულატორიული პაციენტისათვის კი სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სერვისის ფარგლებში განხორციელდება ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება, რეაბილიტაციის მიმართულებით მძლავრი საგანმანათლებლო ბაზის შექმნა, სარეაბილიტაციო სერვისების მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების დამოკიდებულებისა და ნდობის ამაღლება. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება, აღჭურვა და სახელმწიფოსთვის მისი უსასყიდლოდ გადაცემა ფონდ GSH-ის დამფუძნებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივაა. ფონდი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
(NS)
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)