15:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 17:17:49, 1091 ნახვა

სამართალი
წულუკიანი სარალიძეს: მეც, ირაკლი შოთაძეც და ყველანი, ვდგავართ თქვენს გვერდით - გამოძიებას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ

"როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს  ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ნდობა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანმა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მთავარ პროკურორთან „ქუჩაში შეხვედრა“, რადგან საქმე მოზარდების მკვლელობას ეხება.

„პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები მათ იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ საზოგადოებისთვის  და მეორე მხრივ პროკურატურისთვის გაუგებარი  გადაწყვეტილება, თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს  ნიშნავს იმას, რომ  გამოძიებას ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ  ნდობა. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე, არამხოლოდ მოისმინეთ არამედ  გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო, მე მინდა დღეს მას პირველად  ვუპასუხო, რომ ბატონო ზაზა,  მეც, შოთაძეც და ყველანი  ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად მოწოდება, რომ გამოდი შემხვდი ქუჩაში  და აქ გამოვიძიოთ, ეს არის საქმე რომელიც არ არის უბრალოდ მკვლელობა, არის ბავშვთა მკვლელობის საქმე და  ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება.  გამოძიება ვერ  გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა, გამოძიებას შეუძლია მხოლოდ ის არგუმენტები  გამოიყენოს სასამართლოში  რასაც მას მიუტანენ მოწმეები. შესაბამისად  მოწმეებთან არის მუშაობა კიდევ ერთხელ საჭირო და ამაში ბატონ ზაზა სარალიძეს შეუძლია  ფასდაუდებელი როლი თვითონ ითამაშოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics