|
2018-05-31 11:18:12, 1173 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს მასპინძლობს
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა. სამინისტროს ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რის შემდეგაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდო მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ)თანამშრომლობის საკითხები იყო. ლევან იზორიამ ებერჰარდ ცორნს საქართველოში ვიზიტისა და გერმანიის მიერ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტიც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმა, საფუძვლიანი და პერსპექტიულია საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა. ლევან იზორიამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში გერმანიის როლი გაიხსენა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანელების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. დღესვე, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბუნდევერის გენერალ-ინსპექტორი კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.
(NS)
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)