|
2018-05-30 11:03:01, 2480 ნახვა
მსოფლიო
კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს
კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, მას უცნობმა პირმა ზურგში სამჯერ ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც, გამოაქვყნა. ის დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცია. შს მინისტრის მრჩეველის და უმაღლესი რადის დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს თქმით, მკვლელი, სავარაუდოდ, სადარბაზოში იმალებოდა და როდესაც ბაბჩენკო მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, ზურგიდან თავს დაესხა. გერაშენკოს თქმით, მკვლელმა სამჯერ გაისროლა. ამ დროს ჟურნალისტის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ჟურნალისტის მეუღლემ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ბაბჩენკო საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიიდან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას ცდილობს. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელს შესაძლოა, თანამონაწილეებიც ჰყავს. აღნიშნულ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. BBC-ის ცნობით, არკადი ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. მისი წიგნები 16 ენაზეა ნათარგმნი და 22 ქვეყანაშია გამოცემული. 2012 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. მას დემონსტრაციაზე მასობრივი არეულობის მოწოდებაში ადანაშაულებდნენ. ასევე, 2017 წლის თებერვალში უსაფრთხოების მიზნით, პრაღაში გადასახლდა. შემდეგ საცხოვრებლად კიევში გადავიდა, სადაც ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა. ასევე აშუქებდა ჩეჩნეთის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)