05:24 - 06 Jun, 2026
|
2015-01-19 16:17:03, 4202 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)