|
2018-05-29 15:06:22, 1244 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: სიღარიბის გამომწვევი უსამართლო თამაშის წესები სრულდება
”ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს ამცირებს. „დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ - დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისივე განცხადებით, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მაკროეკონომიკური კუთხითაც და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორს წარმოადგენს. მან ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვას. „მნიშვნელოვანია, რომ ჭარბვალიანობა, ხშირ შემთხვევაში, ასევე არის შედეგი მომხმარებლების უფლებების დარღვევის. ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად წარმოიშვა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იყო 500-600 პროცენტი და ხშირ შემთხვევაში, ირღვეოდა პასუხისმგებლიანი გასესხების პრინციპები. ეროვნული ბანკის რეგულაციის მიღმა მყოფ ორგანიზაციებში, ადგილი ჰქონდა ასიმეტრიულ რეგულაციებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ბახტაძის განცხადებით, ახალი, სამართლიანი წესების დამკვიდრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორის ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)