13:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 16:10:41, 1425 ნახვა

სამართალი
პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ინფორმაცია არ აქვს, დაიწყო თუ არა გენინსპექციაში მის მიმართ მოკვლევა

პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ექსპერტსა და ადვოკატზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით, ხორავას საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, არ იცის დაიწყო თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ

ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დაკითხვაზე უახლოეს დღეებში დაიბარონ.

„ჩემთვის არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გენინსპექციამ მოკვლევა, არის შემთხვევა, როდესაც გენინსპექცია იწყებს მოკვლევას, მაგრამ იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც მოკვლევა არის დაწყებული შეიძლება, არ იცოდეს ეს. მე დღესდღეობით გიდასტურებთ, რომ არ ვყოფილვარ დაბარებული დაკითხვაზე, შესაძლებელია დღეს ან ხვალ დამიბარონ. მოგეხსენებათ მთელი დღის განმავლობაში პროცესებზე ვარ და არ ვიცი, შესაძლებელია ეგ იყოს შემაფერხებელი გარემოება. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი, მით უფრო რომ ქალის მიმართ თითქოს მე საცემრად გავიწიე. ეს კითხვაც და ამ განცხადების გავრცელებაც არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი“,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოდაგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics