|
2018-05-25 21:59:06, 1696 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოში მასპინძლობის ბიზნესის სექტორში მსოფლიო დონის კონკურსი ჩატარდება
საქართველოში ახლო მომავალში სასტუმრო და მომსახურების ბიზნესში საერთაშორისო კლასის კონკურსი ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „კავკასთრეველი" და მისი დამფუძნებელი საბა კიკნაძე იქნებიან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მასპინძლობის ბიზნესის სექტორში კონკურსი ტექნოპარკში ჩატარდება და მას მსოფლიო დონის ჟიური შეაფასებს. „ეს იქნება მსოფლიო დონის კონკურსი, რომელშიც ასევე მსოფლიო დონის ჟიური ჩამოვა და ჩვენ შევაფასებთ უკვე სასტუმრო და მომსახურების ბიზნესში მსოფლიო ინოვაციურ იდეებს და სწორედ აქ, საქართველოში გამოვლინდება ყველაზე კარგი Hospitality ბიზნესის მიმართულებით. მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობდეთ ინოვაციებზე, ახალ იდეებზე, ახალ შესაძლებლობებსა და მათ იმპლიმენტაციაზე", -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 2018 წელს საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation"-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წელს კონკურსი ჩატარებულიყო ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად. კონკურსის ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)