08:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 13:37:18, 662 ნახვა

რეგიონი
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების 26 მაისის თემატიკით გაფორმება დასრულებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად 26 საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.

,,საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ ქვეყანას მოიცავს. პირველი, რაც  ჩვენს საქართველოს ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, საზეიმოდ გაფორმებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებია”, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics