02:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 12:10:04, 1395 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: კარასინმა საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოხატა

გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს დაახლოების გამო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე „მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაში პრაქტიკული საქმეები განიხილეს“.

„რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

"სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics