2018-05-25 11:09:59, 1457 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა
მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა.
ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრას შესახებ გაავრცელა.
„შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ავტორი: ,