15:03 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 11:38:31, 1120 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვას საგარეო მინისტრი: მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება

 „მტკიცედ მწამს, რომ რეალიზდება ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება“, - ამის შესახებ მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ტუდორ ულიანოვიჩის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

საგარეო უწყების ცნობით, ტუდორ ულიანოვიჩი აცხადებს, რომ მოლდოვა უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც  სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი  წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ. მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება", - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics