|
2018-05-25 10:06:59, 1488 ნახვა
სამართალი
შსს-მ მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დანაშაულის გახსნასა და გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პროკურატურის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების ოფისი (DS/OCI) მიერ უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსებზე იყვნენ წარგზავნილნი. სწავლება მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის მონიტორინგის განხორციელებისა და მასთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცველების შესაძლებლობების განვითარებას. კურსი მოიცავდა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს, პოლიტიკის, კანონმდებლობის უახლესი განვითარების საკითხებს, მსხვერპლთა ამოცნობის ტექნიკას, ასევე, მსხვერპლთან მუშაობისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მეთოდიკას. კურსს აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაული გაიხსნა. თანამშრომლობა ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)