|
2018-05-24 14:45:43, 1109 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: მუხთარლის საქმეზე ჯერჯერობით ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა
საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე აფგან მუხთარლის საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, თუ რა მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე ასეულობით მოწმეა დაკითხული და ამოღებული ვიდეომასალები იმ ტერიტორიებიდან, სადაც შესაძლებელია, რაიმე ფაქტი იყოს დაფიქსირებული. „ამ საქმეზე ასეულობით მოწმეა დაკითხული, ამოღებულია ასობით საათის ვიდეომასალა შესაბამისი ტერიტორიებიდან, სადაც შესაძლოა რამე მომხდარიყო. თუმცა ამ ეტაპზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა მოპოვებული იმის დასადასტურებლად, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა“, - განაცხადა შოთაძემ. მანვე განმარტა, რომ პროკურატურას აზერბაიჯანში სამართლებრივი დახმარებები აქვს გაგზავნილი და მუთხარლის დაკითხვას ითხოვს. „რაც შეეხება იმას, თუ დღესდღეობით რას ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დახმარებები გაგზავნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაში ჩვენი წარმომადგენლის მოაწილეობას. ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მუხთარლის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთაზე. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა კონკრეტულად ამ განაჩენში რა იურიდიულ ფაქტებზეა საუბარი და რას დაეყრდნო მოსამართლე ამ განაჩენის გამოტანის დროს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის რეპსუბლიკიდან მივიღოთ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)