01:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 11:07:44, 1145 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები

„როდესაც საუბრობს პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. ან როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია.

„მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი, ეკონომიკაზე როცა საუბრობ, შენ არგუმენტებით უნდა დაასაბუთო, რომ მთავრობის საქმიანობა არის ეფექტიანი ან არაეფექტიანი. მაგრამ, როცა შენ სპეკულირებ იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უჭირს საქართველოში, რაც რეალობაა, ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორე მხრივ, შენ არ უნდა სწევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც სწევ. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს არის რეალობა - ოთხჯერ მეტი ხარჯი. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საუბრობს პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენს ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics