|
2018-05-21 15:45:17, 1620 ნახვა
ეკონომიკა
ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა
სასარგებლო წიაღისეულის ზოგიერთ სამშენებლო მასალაზე, მაგალითად, ქვიშა-ხრეშზე, საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებმაც აღნიშნულ წიაღისეულზე საწყისი ფასის გაანგარიშების წესის ცვლილების საჭიროება გამოკვეთა. კვლევების ფარგლებში გაკეთდა ფინანსური ანალიზი, განისაზღვრა სარეალიზაციო პროდუქტის გასაყიდი ფასი, მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის გასაწევი ხარჯები. ცვლილების თანახმად, განახლებული ფორმულის მიხედვით ქვიშა-ხრეშის სააუქციონო ღირებულება 1 კუბურ მეტრზე შეადგენს 67 თეთრს, რაც რელევანტურია ამ სფეროში არსებული საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით. ცვლილებებამდე არსებული ფორმულით, საწყისი სააუქციონო ფასის მიხედვით, ერთი კუბური მეტრი ქვიშა ხრეშის ღირებულება შეადგენდა 14 თეთრს, რაც მის რეალურ სარეალიზაციო ფასთან შედარებით არაადეკვატური იყო. ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით, დასახელებული რესურსი მეტად მოთხოვნადია და მისი ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ცვლილებებამდე არსებული ფორმულა ადგენდა. რესურსზე დაბალი ფასი ახდენდა მისი რამდენჯერმე გადაყიდვის პროვოცირებას, რაც უარყოფითად აისახებოდა საბიუჯეტო შემოსულობებზე. ახალი წესით გაანგარიშებული ფასით უკვე ჩატარდა რამდენიმე აუქციონი. გამოცხადებულ აუქციონებში ლოტების 60%-ზე მეტზე გამოვლინდა გამარჯვებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. განახლებული საწყისი სააუქციონო ფასით გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები შეადგენს 2 600 000 ლარზე მეტს. წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დარგში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)