|
2018-05-21 11:53:47, 1282 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: რუსული მითი, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებთან არაფერ შუაშია, სამართლებრივად უნდა დავამარცხოთ
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, ვიდეო მასალამ სადაც ვიზუალურად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში აგვისტოს ომის პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. „ჩვენთვის უმთავრესი აგვისტოს ომის საქმეზე არის ის, რომ სამართლებრივად დავადასტუროთ და ეს ევროპულმა სასამართლომ გაიზიაროს, რომ ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოდან დღემდე რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ეფექტურ კონტროლს, ვიდრე 8 აგვისტომდე; რომ ოკუპაცია მიმდინარეა კვლავაც. რუსეთის ის არგუმენტი, თითქოს ის არაფერ შუაშია და თუ იქ რამე მოხდა, ეს საქართველოს სახელმწიფოს ბრალია, ანდა იქ მყოფი დე ფაქტო ოფიციალური ორგანოების ბრალი შეიძლება იყოს და მან რა იცის, იქ რა ხდებოდა, ჩვენ ეს მითი სამართლებრივად ერთობლივი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დავამარცხოთ. 23-ში ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან, რაც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის სერიოზულობას მოითხოვს, რადგან იქ ნებისმიერი რამ შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს. ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების შედეგები, ჩვენივე გამოძიების შედეგები, გვაქვს საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული. ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კი „ისკანდერის“ პირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამ „ისკანდერს“, და არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება − რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, ვიზუალურად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად ყოველდღიურად, არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით. ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას, და იმის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას, ცეცხლი შეწყვიტა, “ - განაცხადა თეა წულუკიანმა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.
(NS)
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)