|
2018-05-21 10:48:54, 1319 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ - პროექტის ფარგლებში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა
"თბილისის ცის ქვეშ" - დედაქალაქის მერიის ახალი პლატფორმის ფარგლებში, ვერის ბაღში, პიანისტ დავით ალადაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრო. ირაკლი გვილავას თქმით, ახალი პროექტი ხელს შუწყობს თბილისის მასშტაბით კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. „პროექტის ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ვერის ბაღში კლასიკური მუსიკის საღამოს პიანისტი დავით ალადაშვილი წარმოგვიდგენს. პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ. "თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეების ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განხორციელების საშუალებას აძლევს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, საინფორმაციო ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება. ამავე პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გლდანის რაიონში მაყურებლის წინაშე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი წარდგა. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)