03:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 12:21:04, 1456 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვდრა გაიმართა

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების წარმომადგენლებთან გაიმართა.

სტუმრებს მასპინძლობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ გაუწიეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორედ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან ჩაეყარა საფუძველი მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების ჩამოყალიბებას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარების ახალ ეტაპზე  გადავიდა. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია  მევენახეობა-მეღვინოების განვითარების მიმართულებით მათთვის საინტერესო საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე, ისაუბრეს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დაათვალიერეს სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. დასასრულს მოეწყო სამეცნიერო ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება. 

ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics