|
2018-05-18 21:22:48, 1721 ნახვა
სამართალი
გახარია: რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილები
შინაგან საქმეთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საუბრისას არასრულწლოვანთა კოდექსსა და რეფერირების სისტემაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არასრულწლოვანთა კოდექსმა 14 წელს ზემოთ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის საკითხი მნიშვნელოვნად დაარეგულირა, თუმცა მისივე თქმით, 14 წელს ქვემოთ ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილი: „არასრულწლოვანთა კოდექსი არის რა თქმა უნდა სერიოზული პროგრესი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა საკითხები რომელიც ეხება დანაშაულს 14 წელს ზემოთ და იქ რეციდივის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ერთერთი საუკეთესოა ევროპაში, თუმცა მძიმედ გვაქვს საქმე იმ ყველაფერთან, რაც ეხება 14 წლამდე ასაკს. 2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები არიან საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 14 წლამდე ბავშვებს პოლიცია არ უნდა ემუშავებოდეს. ეს არის სკოლის და განათლების სისტემის საქმე. ერთმნიშვნელოვნად სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სიტემა. რეფერირება სულ ახლახან გავიგე, რომ 2010 წლის შემდეგ გავლილი აქვს სულ რაღაც 35 და 36 ბავშვს , ეს სიტემა არის დაშლილი და არ მუშაობს. 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულთან მუშაობისა და გამოსწორების ნაწილი არის რეფერირების სიტემა, ეს არის განთლების, ჯანდაცვის და მხოლოდ ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა, ამიტომ აქ ვფიქრობ ერთობლივად უნდა ვიმუშოთ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)