|
2018-05-18 20:47:26, 1516 ნახვა
კომენტარი
გახარია: წლის ბოლოსთვის რეფორმების შედეგები დანაშაულის სტატისტიკაზეც აისახება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენების შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მან კრიმინალის სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის, რეფორმების შედეგები ხელშესახები იქნება და ის დანაშულის სტატისტიკაზეც. „ჩვენ თავიდანვე, მთავრობის დამტკიცების პერიოდში ვთქვით, რომ კრიმინალის სტატისტიკას გამოვაქვეყნებდით. დღევანდელი კრიმინალის სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ არის რეალისტური თუ არა, შინაგანი რწმენის თემაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ თითოეული რიგითი პოლიციელის მოქმედება მიწაზე, ადგილზე არის მეორე. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ იყოს. თითოეულმა პოლიციელმა იცის ერთი რამ, რომ ეს არის ის გადაცდომა, რომელიც არასდროს არავის არ ეპატიება. შესაბამისად, ჩვენ ახლა გვესმის ერთი რამ, რომ სტატისტიკა, რომელიც დღეს არის, არის მაქსიმალურად ობიექტური. ჩვენ ხომ არ გვეშინია იმის და ვამბობთ, რომ მაგალითად კვარტალური სტატისტიკით დღეს ჩვენ კრიმინალში ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით 39 პროცენტით, რაც სერიოზული ციფრია. უბრალოდ ამას აქვს მარტივი ახსნა: ჩვენ ვამბობთ, რომ იმისთვის, რომ ის რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იყოს ადეკვატური ასახვა იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. უბრალოდ გვჭირდება სურათის სწორი შეფასება, სტატუსის დაფიქსირება, შემდგომ გამოწვევის შეფასება, გეგმის დასახვა და მოქმედება. ამიტომ, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით იმაში, რომ ეს სტატისტიკა დაგვემალა. მითუმეტეს, რომ ასევე გულწრფელად გეუბნებით, რომ იმ რეფორმების გეგმის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვჯერა. როდის იქნება ამ რეფორმების შედეგი? მე აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლოსთვის რეფორმების შედეგი იქნება უკვე ხელშესახები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგი აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც. ეს ვერ იქნება ისეთი ვარდნა როგორიც თქვენ მაგალითი მოიყვანეთ - 20 პროცენტიანი ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება, უნდა იყოს საკმაოდ მდგრადი და სტაბილური კლება, თუმცა გონივრული", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)