|
2018-05-18 18:55:48, 1529 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი გახარიას: ამ სპეცოპერაციამ პოლიციელეების რეპუტაციის თვალსაზრისით ზიანი მოიტანა
„ძალიან კრიზისული რეპუტაცია ჰქონდა პოლიციას წლების განმავლობაში და ეს რეპუტაცია პოზიტიურისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ კონკრეტულ მოქმედებას შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მოეტანა და მოიტანა კიდეც პოლიციელების რეპუტაციის თვალსაზრისით", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციაზე საუბრისას შს მინისტრს. ცქიტიშვილისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მხოლოდ ამ ორ კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება მაშინ, როცა სხვა კლუბებში ჩხრეკის სანქციაც იყო გაცემული. "ბატონო გიორგი, თქვენ დეტალურად ახსენეთ მიზეზი ის, თუ 12 მაისს რატომ მოხდა ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ესეთი ფორმით დაგეგმვა, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც რჩება კითხვები. თუ გარეთ დაიჭირეთ რატომ გახდა აუცილებლობა შიგნით შესვლის, სამთვიანი წინასწარი მზადების შემთხვევაში. რატომ გახდა მაინც და მაინც ამ ორ კლუბში და არა სხვაში და როგორც თქვენ თქვით, სხვა კლუბებში იყო სანქცია იმის, რომ შესვლა და ჩხრეკა მომხდარიყო. ზოგადად რამდენად პოლიტიკურად გათავისებული იყო ამ გადაწყვეტილების შედეგები? პოლიტიკურ შედეგებში ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეულწილად მოხდა კლუბური ცხოვრების ნაწილის დემონიზება. ჩვენ ამას ვხედავთ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ქუჩაში და ის კოლარიზირებული დამოკიდებულება ერთის მხრივ ამ ახალგაზრდების, რომლებიც აპროტესტებდნენ და მეორეს მხრივ მათ მოწინააღმდეგეების კონტრაქციების, რომელიც კიდევ ცალკე თემაა და ამაზე მე ვფიქრობ რომ თქვენ გაქვთ პასუხები. დღეს როდესაც ჩვენ რეფორმებთან ერთად ვაყალიბებთ ახალ რეპუტაციას ძალიან, ძალიან კრიზისული რეპუტაცია ჰქონდა პოლიციას წლების განმავლობაში და ეს რეპუტაცია პოზიტიურისკენ შეიცვალა. ამ კონკრეტულ მოქმედებას შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მოეტანა და მოიტანა კიდევაც პოლიციელების რეპუტაციის თვალსაზრისით", - მიმართა ცქიტიშვილმა გიორგი გახარიას.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)